პროექტის სახელწოდება: ,,მე ექსკურსიაზე მივდივარ“
პროექტის მთავარი იდეა: პროექტის იდეაა მწერალ
ნოდარ დუმბაძის სახლ–მუზეუმის დათვალიერება და მწერლის
შესახებ ცოდნის გამდიდრება, ასევე ბუნებაში
თავისუფალი გაკვეთილის ჩატარება.
პროექტის აქტუალობა:
გამოიყენონ შესწავლილი მასალა
პრაქტიკულად
პროექტის მიზნები: ისწავლონ გარემოში ორიენტირება,ქცევის წესები მგზავრობისას, ქუჩაში,
გამოიმუშაონ გარემოში სისუფთავის დაცვის მოთხოვნილება, გამოიყენონ შესწავლილი
მასალა პრაქტიკულად, გაეცნონ მწერალ ნოდარ დუმბაძის სახლ–მუზეუმს, დაინტერესდნენ
მისი შემოქმედებით. ასევე, სუფთა ჰაერზე საერთო ფიზიკური მომზადება და მოძრაობითი მოქმედებების
მართვის უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 7–8 წლის
ვადები/ხანგრძლივობა: 15 დღე (10.05.2017–25. 05.2017)
მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის შედეგად მოსწავლეებს
გაუღრმავდებათ ცოდნა შესწავლილ მასალაზე. დაგეგმილ
აქტივობებზე მუშაობისას განავითარებენ სპორტულ, სახელოვნებო და საკომუნიკაციო უნარ–
ჩვევებს, უსაფრთხოების ნორმების დაცვას, გარემოს დაცვას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ზურგჩანთა, ერთჯერადი თეფშები, ჭიქები,
ხელსახოცები, ბურთი, სახატავი ფურცლები, ფანქრები, ფოტოაპარატი, ნ. დუმბაძე ,,ლექსები“, მიკროავტობუსი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა) 10 მაისი საუბარი: ,,მე ექსკურსიაზე მივდივარ“
ბ) 11 მაისი
დისკუსია თემაზე: ,,ჩემი მოლოდინი“
გ) 15–16 მაისი
მწერალ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე საუბარი და
ლექსების წაკითხვა
დ) საუბარი:
,, ჩემი საყვარელი სპორტული თამაშები“
ე) 22 მაისი
კლასის საათი: ,,ჩემი შთაბედილებები“
დისკუსიის
,,მოწყობა და ჩანახატების შესრულება“
ვ) 24 მაისი
პროექტის შეჯამება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა, სპორტი, ხელოვნება. მოსწავლეებს პრაქტიკულად გავაცნოთ მასალა, რაც ე.ს.გ–ით არის გათვალისწინებული წლის მანძილზე.
პროექტის ხელმძღვანელი: მასწავლებელი ნინელი მდინარაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
ninelimdinaradze9@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий