გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ყველა წყალი  სასმელად არ გამოდგება
საგანი/პედაგოგი
ბუნება/ნინელი მდინარაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური/ V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20 მოსწავლე/ განსაკუთრებული  საჭიროებების  მქონე  მოსწავლეები  არ  არიან
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         განავითაროს  მოსწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         სასმელად გამოსადეგი  წყლის გაცნობა ცდის  ჩატარება და  მის  საფუძველზე  დასკვნის  გაკეთება;
·         მიღბული  ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენება

ბუნ. V.10  მოსწავლეს შუძლიაბუნებაში  უსაფრთხო ქცევის წესების  დაცვა
შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე განარჩევს სასმელად ვარგის წყალს ბუნებაში.
წინარე ცოდნა
·         მოსწავლეს წარმოდგენა აქვს სუფთა და  დაბინძურებულ წყალზე.
შეფასების საგანი და პროცედურები
წინასწარ შედგენილი  შეფასების  სქემის  მიხედვით
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერი, ელექტრონული პრეზენტაცია, პროექტორი, სახელმძღვანელო, ცდისთვის  საჭირო ნივთები (წყალი, კალიუმის პერმანგანატი, ქილები)
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა

არსებული  ცოდნის  გამეორება და გამოწვევა (5 წუთი)
აქტივობა 1-პროექტორის დახმარებით ვაჩვენებ  წყლებს (ნაკადული,  ჩანჩქერი, მდინარე,  ტბა, ზღვა, ოკეანე)
მოსწავლეებს  ვუსვამ  კითხვებს
ა) ლაშქრობისას  რომელს  გამოიყენებთ  სასმელად?
ბ) როგორ  დაადგენთ  ვარგისია  თუ  არა  წყალი  სასმელად?

გაკვეთილის  B  ფაზა-ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 2  ტექსტზე მუშაობა (15 წუთი)
სახელმძღვანელოს  ტექსტზე  მუშაობა
ვყოფ  კლასს ორ  ჯგუფად
პირველს ვავალებ წაიკითხონ პირველი აბზაცი, ხოლო  მეორეს  მეორე - აბზაცი  და  გასცენ  პასუხი  კითხვაზე
-რა  გზები  არსებობს  წყლის  სისუფთავის  დასადგენად.

აქტივობა 3   ცდის  ჩატარება (5  წუთი)
კლასის  დაყოფა  ორ  ჯგუფად ,წყლის  სისუფთავის  დადგენა ცდის  მიხედვით  და  დაკვირვება
1         ჯგუფი-  ონკანის  სუფთა წყალზე  დაკვირვება
2         ჯგუფი-გუბურის  წყალზე  დაკვირვება


გაკვეთილის C  ფაზა-რეფლექსია

აქტივობა  4    - 13 წთ
ჯგუფები დავალების  შესრულების  შემდეგ  ახდენენ აზრთა  გაზიარებას.  კიდევ ერთხელ  შეამოწმებენ ცდის შედეგებს დაკვირვების  საფუძველზე.

პრეზენტაცია  - ქილებზე დაკვირვება   (3 წთ)

შეფასება    3  წთ

თვითშეფასება  1  წთ

საშინაო  დავალების  მიცემა 1 წთ

Комментариев нет:

Отправить комментарий